01:17 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 17:04:30, 1130 ნახვა

მსოფლიო
BBC - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ახალ კალენდარზე გადასვლაზე შეთანხმდა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ახალ კალენდარზე გადასვლაზე შეთანხმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის, მიტროპოლიტი ეპიფანეს განცხადებით, საკითხი მოგვარებულია და უკრაინა ახალ კალენდარზე 1-ელი სექტემბრიდან გადავა.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ ახალი კალენდრის მიხედვით, უკრაინა შობას 7 იანვარის ნაცვლად,  25 დეკემბერს აღნიშნავს. ასევე შეიცვლება სხვა დღესასწაულების თარიღებიც, მაგალითად ნათლისღება 19-ის ნაცვლად, აღინიშნება 6 იანვარს.

"უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ საეკლესიო კრებაზე ახალ კალენდარზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში ქრისტიანები შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ და არა როგორც ადრე, 7 იანვარს",- წერს გამოცემა.

გამოცემის ცნობითვე, საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის სინოდი 27 ივლისს მიიღებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics