03:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 23:28:57, 937 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა ნატო-ს გენერალური მდივანის პოსტის დაკავების სურვილი გამოთქვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა სურვილი გამოთქვა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს მას შემდეგ, რაც ამჟამინდელ მდივანს, იენს სტოლტენბერგს პოსტზე ყოფნის ვადა ამოეწურება. 

როგორც ბენ უოლესმა განაცხადა, ნატო უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ის მოხარული იქნება თუ ამ თანამდებობით უსაფრთხოების განმტკიცებაში წვლილს შეიტანს.

„ნატო-ს გენერალური მდივნობა ფანტასტიკური სამუშაო იქნებოდა, ხოლო ნატო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი უსაფრთხოებისთვის. მოხარული ვიქნები, ჩემი წვლილი შევიტანო იმაში, რომ მშვიდად ძილის გარანტია მოგცეთ“, - განაცხადა უოლესმა.  

შეგახსენებთ, ნატო-ს ამჟამინდელ გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, თანამდებობაზე 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან იმყოფება, უფლებამოსილების ვადა მას გასულ წელს ამოეწურა, მაგრამ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გამო 2023 წლის 30 სექტემბრამდე გაუხანგრძლივდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics