07:15 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 15:07:50, 1008 ნახვა

მსოფლიო
შოლცი - EU არ უნდა შეშინდეს მოსკოვის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირებით

ევროკავშირი არ უნდა შეშინდეს მოსკოვის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირებით და უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, ვიდრე უკრაინას დასჭირდება,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

შოლცის თქმით, სტრასბურგიდან 2 200 კილომეტრში, პუტინი თავისი ჯარისკაცების, ტანკებისა და რაკეტების აღლუმს მართავს.

"აქედან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 200 კილომეტრში, პუტინი თავისი ჯარისკაცების, ტანკებისა და რაკეტების აღლუმს მართავს. ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს ძალაუფლების ამგვარმა თამაშებმა! მოდი, ვიყოთ ურყევი უკრაინის მხარდაჭერაში - რამდენი ხანიც მას ეს დასჭირდება",- განაცხადა შოლცმა.

ცნობისთვის, დღეს, 9 მაისს მოსკოვში "გამარჯვების დღისადმი" მძღვნილი აღლუმი გაიმართა. აღლუმი, დაახლოებით, 45 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics