07:14 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 12:04:32, 888 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - რუსეთის წინააღმდეგ ნამდვილი ომი კვლავ დაიწყო, ჩვენ დავიცავთ საკუთარ თავს და დონბასს

დღეს ცივილიზაცია კვლავ გადამწყვეტი შემობრუნების მომენტშია, ნამდვილი ომი დაიწყო ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ მოვიგერიეთ საერთაშორისო ტერორიზმი, ჩვენ დავიცავთ დონბასის მაცხოვრებლებს, ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში, წითელ მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პუტინის თქმით, ახლა, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დროს რუსეთის სახელმწიფოებრიობის მომავალი წყდება და „სპეცოპერაციის მონაწილეებით" ამაყობს.

„დასავლური ელიტები კვლავ თამაშობენ ხალხზე, თესავენ ნაციონალიზმს, რათა უკარნახონ თავიანთი ნება, მათ დაავიწყდათ რა გამოიწვია ნაცისტების პრეტენზიებმა. მათი მიზანია მიაღწიონ ჩვენი ქვეყნის დაშლას და განადგურებას, გადალახონ მეორე მსოფლიო ომის შედეგები, საბოლოოდ დაარღვიონ გლობალური უსაფრთხოების სისტემა და საერთაშორისო სამართლის სისტემა და მოგუდონ განვითარების სუვერენული ცენტრი",- განაცხადა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics