22:20 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-07 12:47:43, 1228 ნახვა

საზოგადოება
არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე სახალხო დამცველი ეფექტიან გამოძიებას ითხოვს

სახალხო დამცველი სოციალურ მედიაში გავრცელებულ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრებთან დაკავშირებით მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ.

ამის შესახებ, სახალხო დამცველის გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ. ამავდროულად, აუცილებელია, ყველა იმ პირის იდენტიფიცირება ვისი მხრიდანაც განხორციელდა არასრულწლოვანის სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტები. აღნიშნულის პარალელურად, მნიშვნელოვანია, იმ ბავშვის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი ფსიქო-სოციალური სერვისების მიწოდება ვის მიმართაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა აღნიშნულ ქმედებებს.

ამასთან, მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, მაქსიმალურად უზრუნველყონ ბავშვების კონფიდენციალურობის დაცვა და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება, რათა, მათ შორის, არ მოხდეს არასრულწლოვანთა რეტრავმატიზაცია." - წერია განცხადებაში.

ამასთან სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, შეისწავლის აღნიშნულ საქმეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics