11:53 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 15:47:53, 1679 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უმანის დაბომბვაზე - მკვლელების და ტერორისტების ნაცია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ადმინისტრაცია მკაცრად გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეტყობინებას უკრაინის უმანში საცხოვრებელ შენობებზე სარაკეტო დარტყმის შესახებ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  ანდრეი ერმაკმა რუსებს ტერორისტების და მკვლელების ნაცია უწოდა.  განცხადება მან, ტელეგრამის არხზე გაავრცელა.

"რუსეთის ფედერაციის მკვლელობის სამინისტროს უხარია, რომ რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს და დაიღუპა მშვიდობიანი მოქალაქეები. აშკარაა ტერორისტებისა და მკვლელების მთელი ნაციის არაადეკვატურობა და კომპლექსი", - წერს ის.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ისკანდერის“ რაკეტის გაშვების ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „ზუსტად მიზანში“.

უკრაინაში, ჩერკასის რაიონის ქალაქ უმანში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. თავდასხმის შედეგად ასევე დაშავდა 18 ადამიანი, მათგან 11 სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 17 ადამიანი კი, მათ შორის 3 ბავშვი, მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics