13:49 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 18:17:39, 1553 ნახვა

ომი უკრაინაში
იტალიის პრემიერ-მინისტრი - გვჯერა, რომ უკრაინის მომავალი ევროპულ ოჯახშია

გვჯერა, რომ უკრაინის მომავალი ჩვენთანაა და უფრო მეტად შეუერთდება ჩვენს ევროპულ ოჯახს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონმა განაცხადა.

მისივე თქმით, იტალია ხედავს უკრაინის ძალისხმევას, მიუახლოვდეს ევროკომისიის მიერ დასახულ მიზნებს რაც შეიძლება მოკლე დროში, ხოლო როგორც პრემიერი აღნიშნავს, იტალია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც შეიძლება მალე მოხდეს.

"ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინის მომავალი ჩვენთანაა და უფრო მეტად შეუერთდება ჩვენს ევროპულ ოჯახს. ჩვენ დავეხმარებით [უკრაინას] და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ [ევროკავშირში] გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს", - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics