|
2023-04-21 10:23:10, 791 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ კომპანია „აგროკომთან“ პარტნიორობით მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს დამატებით მომსახურებას სთავაზობს
„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი აგროსექტორის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კომპანია „აგროკომთან“ პარტნიორობით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს აგროსექტორის მიმართულებით კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს და მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას შესთავაზებს. კომპანია „აგროკომი“ სოფლის მეურნეობის სექტორში საკონსულტაციო მომსახურებას 2008 წლიდან ეწევა. ძირითადი მიმართულებებია: ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვა, ფერმერულ მეურნეობებში კონსუტაციების გაწევა, მეხილეობის, მებოსტნეობის, მევენახეობის და მემარცვლეობის განვითარება. კომპანია ასევე ახორციელებს აგრო-ბიზნეს ტრენინგებს შემდეგი მიმართულებით: აგრო-ბიზნეს გეგმების შედგენა; კონსულტაციები საირიგაციო საკითხებთან დაკავშირებით; ბაღების გაშენება და დაგეგმარება; სხვადასხვა კულტურების ჯიშების და ნერგების ხარისხების შერჩევა; კონსულტაციები სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის შესახებ; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შერჩევა და სწორი ექსპლუატაცია. „კონსულტაციებიდან და ტრენინგებიდან გამომდინარე ფერმერების და ორგანზაციების მხრიდან ხშირად ჩნდებოდა შეკითხვები, თუ სად შეიძლებოდა ამა თუ იმ ტექნიკის ან პროდუქციის შეძენა, რომელიც უზრუნველყოფდა ფერმერული მეურნეობების სწორ და წარმატებულ განვითარებას და საწარმოო ციკლის უწყვეტი ჯაჭვის შექმნას. აქედან გამომიდარე კომპანიამ 2011 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო სხვადასხვა სერვისების და პროდუქტების დამატება, რომელიც აუცილებელია ინტენსიური მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“, - აღნიშნავს კომპანია „აგროკომის“ დირექტორი, ირაკლი მერკვილიშვილი. „საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანია აგროსექტორის მხარდაჭერა, რადგან ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება აგრომიმართულებით ის სიღრმისეული ცოდნა, რაც ფერმერს საქმიანობის სწორად წარმართვისთვის სჭირდება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ ჩვენი მხარდაჭერითა და პარტნიორი კომპანიების დახმარებით, რომლებმაც წლების განმავლობაში დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვეს, მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს კვალიფიციური კონსულტირების შესაძლებლობა მივცეთ, შევთავაზოთ დამატებითი მომსახურება. აღნიშნული ინივიაცივა ბიზნესს მისცემს ბიძგს, აგრომიმართულებით აკეთოს მეტი, დაეხმაროს და ასწავლოს სხვებს და გაზარდოს ქვეყანაში აგრო პროდუქტების წარმოება. ეს ხელს შეუწყობს სოფლის-მეურნეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ აგრო პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე. ცნობისთვის, „აგროკომი“ მსოფლიოში ცნობილი სასოფლო-სამეურნეო გლობალური კომპანიებისა და ბრენდების ოფიციალური პარტნიორი და დისტრიბუტორი კომპანიაა საქართველოში.
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)