15:45 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-21 09:58:05, 1524 ნახვა

ომი უკრაინაში
შმიგალი - უკრაინას დასახლებების აღდგენაში 60 ქვეყანა ეხმარება

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინას ქალაქების, დაბებისა და სოფლების აღდგენაში 60 ქვეყანა ეხმარება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 300-ზე მეტმა დასახლებამ რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმებას 1 500-მდე ინდივიდუალურ სხვადასხვა მხარესთან ხელი უკვე მოაწერა.

"ჩვენ ვცდილობთ, გავაერთიანოთ საერთაშორისო მხარდაჭერა; გავაუმჯობესოთ ურთიერთქმედება ომის შედეგად დაზარალებულ თემებსა და პარტნიორებს შორის; ჩავუყაროთ საფუძველი გრძელვადიან თანამშრომლობას მომავალში", - თქვა შმიგალმა კიევში გამართულ სამიტზე.

ცნობისთვის, კიევის ეკონომიკის სკოლა ავრცელებს მონაცეებს, რომლის მიხედვითაც, ამ დრომდე, უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად მიყენებულმა ზარალმა თითქმის 143,8 მილიარდ დოლარს მიაღწია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics