14:00 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 16:30:28, 1434 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი - რუსეთს ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევა ემუქრება

რუსეთს ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევა ემუქრება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინს კიდევ სჯერა, რომ რუსეთს უკრაინისა და დასავლეთის განადგურება შეუძლია, აქედან გამომდინარე, უკან დახევის ნაცვლად, თავდასხმის ტემპს აორმაგებს.

ბერნსმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის კონტრშეტევის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში სასწორზე ბევრი რამ დევს.

"სწორედ უკრაინის პროგრესი ბრძოლის ველზე განსაზღვრავს დიპლომატიის პერსპექტივებს, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დასასრულებლად", - განაცხადა ბერნსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics