15:16 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 17:12:35, 875 ნახვა

მსოფლიო
ტატარსკის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ აიღო

რუსი სამხედრო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ აიღო. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინაში მცხოვრებმა რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა, ილია პონომარიოვმა გაავრცელა.

რესპუბლიკური არმია აცხადებს, რომ უკრაინაში მოქმედ ანტიპუტინისტურ ჯგუფს წარმოადგენენ და სწორედ ისინი იღებენ პასუხისმგებლობას ტატარსკის  მკვლელობაზე, აქედან გამომდინარე მათ რუსეთის სახალხო დამცველს მოუწოდეს, რომ დაეხმარონ აფეთქებაში ეჭვმიტანილ დარია ტრეპოვასა და სხვა უდანაშაულო პირებს.

"ჩვენ მოვამზადეთ და განვახორციელეთ 2023 წლის 2 აპრილის ქმედება Z-აქტივისტების ჯგუფისა და პირადად ცნობილი წამქეზებლისა და ომის პროპაგანდისტის, სამხედრო დამნაშავე მაქსიმ ფომინის, ცნობილი, როგორც ვლადლენ ტატარსკის წინააღმდეგ. ეს ქმედება მომზადებული და განხორციელებულია ჩვენს მიერ დამოუკიდებლად და არ გვაქვს კავშირი, არც დახმარება მიგვიღია არანაირი უცხოური სტრუქტურისგან, მით უმეტეს სპეცსმასახურისგან", - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, კაფე „სტრიტ ბარში“ აფეთქება მოხდა, რომლის მსხვერპლი რუსი სამხედრო კორესპონდენტი ვლადლენ ტატარსკი გახდა. 

აღნიშნულ ფაქტზე საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა.

რუსი სამხედრო კორესპონდენტის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, დარია ტრეპოვა დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics