21:21 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 16:31:19, 712 ნახვა

საზოგადოება
წყნეთში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე ასფალტის საფარი განახლდა

ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება. ამჯერად, გზის საფარი წყნეთში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე განახლდა. აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე, ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა, რის შემდეგაც დაზიანებული საფარის რეაბილიტაცია დაიწყო - მოეწყო გზის საფუძველი, ბორდიური, ახლა კი ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. შედეგად, ორბელიანის ქუჩაზე გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება.

საგზაო ინფრასტრუქტურა 2 000-მდე კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. სამუშაოების ღირებულება 140 000 ლარს შეადგენს. პროექტი, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრიმ“ განახორციელა.

ადგილობრივ მოსახლეობას მერის მოადგილე კახა გულედანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე  შეხვდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics