03:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-08 18:57:18, 824 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდა

მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ აშრაფ ღანი აჰმაძაისთან. მხარეებმა საქართველო-ავღანეთის ურთიერთობების საკითხებზე  ისაუბრეს და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე.

ავღანურმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) მისიაში საქართველოს მონაწილეობა და უსაფრთხოების საქმეში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილი წვლილი. საუბარი შეეხო საქართველოს ჩართულობას "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოხატა ქართული მხარის მზადყოფნა, გაუზიაროს ავღანეთის მთავრობას საქართველოს გამოცდილება რეფორმების კუთხით.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტეროტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. საუბარი შეეხო რეგონული უსაფრთოხოების საკითხებს, მათ შორის უკრაინის კრიზისს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics