16:13 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 09:54:46, 774 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის ვიცე-კანცლერი კიევში ჩავიდა

გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი კიევში ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა და ვიცე-კანცლერი კიევში გერმანული ბიზნესის წარმომადგენლების მცირე დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იქნება ფოკუსირებული.

რობერტ ჰაბეკის განცხადებით, კიევში დაგეგმილი პოლიტიკური მოლაპარაკებების მიზანია, უკრაინას მისცენ იმის იმედი, რომ ქვეყანა ომის შემდგომ აღდგება.

ცნობისთვის, მანამდე კიევს ოფიციალური ვიზიტით იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ეწვია.

როგორც კიშიდამ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, იაპონიის ხელისუფლება კიევს ენერგიისა და სხვა ჰუმანიტარული საჭიროებისთვის 470 მილიონ დოლარს გადასცემს, ხოლო 30 მილიონ დოლარს არალეტალური აღჭურვილობისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics