03:42 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 14:05:53, 897 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას რეფერენს ლაბორატორიის სტატუსი მიენიჭა

​სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საქართველოში პირველია, რომელსაც  რეფერენს ლაბორატორიის სტატუსი მიენიჭა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის გუნდი 2015 წლიდან მუშაობს აღნიშნული სტატუსის მოპოვებისთვის. დღეის მდგომარეობით, ლაბორატორიის ქსელში რეფერენს კვლევების ჩატარება სამი ძირითადი მიმართულებითაა შესაძლებელი, ესენია სურსათის კვლევა, ცხოველთ დაავადებებისა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა. 

მათივე ცნობით, ლაბორატორიის გუნდი აქტიურად მუშაობდა როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან; წლების განმავლობაში ჩატარებული სამუშაოებისა და კონსულტაციების შედეგად, ლაბორატორიას რეფერენს სტატუსი მიენიჭა.

„რეფერენს ლაბორატორიის სტატუსის ქვეშ მოიაზრება იმ უფლებამოსილების მქონე ლაბორატორია, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებული ნიმუშის რეფერენტულ ლაბორატორიულ გამოცდას ატარებს.

ლაბორატორიას ეძლევა უფლებამოსილება, ჩაატაროს რეფერენტული გამოცდები სადაო საკვლევ ნიმუშებზე. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას შეუძლია ჩაუტაროს სწავლებები ყველა დაინტერესებულ ლაბორატორიას სპეციალისტების გადამზადების მიმართულებითა და სხვადასხვა კვლევის მეთოდების დანერგვის მიზნით.

ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებული პირებს უკვე საშუალება აქვთ, ადგილზე მიიღონ იმ საერთაშორისო რეფერენტული გამოცდების შედეგები, რომლებიც აქამდე მხოლოდ სხვა ქვეყნის რეფერენს ლაბორატორიებში იყო ხელმისაწვდომი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში არსებული რეფერენს კვლევების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ლაბორატორიის ვებგვერდზე: http://sla.gov.ge/Ge/Files/ViewFile/3202





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics