03:42 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 12:11:02, 661 ნახვა

საზოგადოება
აგრარულ საკითხთა კომიტეტში შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიში მოისმინეს

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ   საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა   კომიტეტის   სხდომაზე    კომპანიის 2022 საქმიანობის ანგარიში  და 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომპანიის დირექტორმა უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე, აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის აღნიშნული ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება  არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა. თენგიზ ნასარიძემ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების დინამიკას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ  მიღებული შედეგები ხელშესახები და შთამბეჭდავია.

„აღსანიშნავია, რომ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, წყალუზრუნვეყოფილი ფართობი 45 000 ჰექტარიდან 164 000 ჰექტარამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 14 000-დან 44 000 ჰექტარამდეა გაზრდილი.  

კომპანია 2023 წელსაც აქტიურად აგრძელებს სამელიორაციო ინფასტრუქტურულ სამუშაოებს. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, 61,5 მლნ ლარის ღირებულების    სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. კომპანიის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამოქმედო   გეგმით,  წელსვე  დაგეგმილია 52 პროექტის დაწყება,  ჯამური ღირებულებით 100,9 მლნ ლარი. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების სრულად განხორციელების შედეგად,  რეგულარულად, დამატებით, 14 570 სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება,  წყლის მიწოდება 22 865 ჰექტარზე გაუმჯობესდება, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 905 ჰექტარით გაიზრდება.

აგრარულ საკითხთა   კომიტეტის   სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შპს „საქართველოს მელიორაციის“ კორპორაციული და ექსპლუატაციის დირექტორები  ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics