03:41 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 17:19:32, 854 ნახვა

საზოგადოება
„პალიტრა მედია“ - ტროლ-ბოტებმა სოციალურ მედიაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს

„პალიტრა მედია“ ცილისწამებასა და სიცრუეს უწოდებს გუშინ, 27 მარტს ერთ-ერთ ვებგვერდზე განთავსებულ სტატიას სათაურით, „კეზერაშვილი „პალიტრა მედიას“ აფინანსებს“. როგორც მედიასაშუალების განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია სოციალურ მედიაში ტროლ-ბოტებმა გაავრცელეს.

„პალიტრა მედია“ მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, პოლიტიკოსსა და საზოგადოების წარმომადგენელს, რომ გადაუმოწმებელი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

"27 მარტს, ერთ-ერთ ვებგვერდზე განთავსდა სტატია სათაურით „კეზერაშვილი „პალიტრა მედიას“ აფინანსებს“. ეს ცრუ ინფორმაცია სოციალურ მედიაში აქტიურად გაავრცელეს ტროლ-ბოტებმა და შემდეგ დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდანაც გაკეთდა კომენტარები.

„პალიტრა მედია“ ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს არის ცილისწამება და სიცრუე. თავისი არსებობის 28 წლის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, „პალიტრა მედია“ არ მოქცეულა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ. არ მიუღია, არ იღებს და არც მომავალში აპირებს, რომ მიიღოს მათგან დაფინანსება. განსაკუთრებით აბსურდულია ბრალდება კეზერაშვილის და „პალიტრა მედიის“ რაიმე კავშირის შესახებ.

„პალიტრა მედიის“ ყველა ორგანიზაციის და, მათ შორის, ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” ყველა შემოსავალი და ხარჯი გამჭვირვალეა და ხელმისაწვდომია კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

„პალიტრა მედია“ მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, პოლიტიკოსს და საზოგადოების წარმომადგენელს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებისგან, ტირაჟირებისგან და მასზე კომენტარის გაკეთებისგან", - აღნიშნულია „პალიტრა მედიას“ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics