23:27 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-27 12:26:14, 913 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს შევხვდები მომდევნო კვირას და ყველა დეტალს გავაცნობ

რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს შევხვდები მომდევნო კვირას და იქნება დეტალური პრეზენტაცია, სადაც ყველა დეტალს გავაცნობ,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრძანება არ ეხება სამედიცინო პერსონალს და არც ერთ ექიმს, ექთანს თუ სანიტარს დასაქმების და ანაზღაურების კუთხით არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

„შემიძლია მეც დაგიდასტუროთ ისევე, როგორც პრემიერმა, რომ არც ერთი სამედიცინო პერსონალი და თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. ეს ბრძანება არ ეხება სამედიცინო პერსონალს, ეს ეხება ადმინისტრაციის პერსონალს და კარგი იქნება თუ ერთმანეთისგან განვასხვავებთ. რეორგანიზაცია ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს, ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას და იმ წერილს თუ კარგად წაიკითხავთ დეტალურადაა განმარტებული.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალს, არც ერთ ექიმს, ექთანს თუ სანიტარს დასაქმების და ანაზღაურების კუთხით არანაირი პრობლემა არ შეექმნება. შევხვდები მომდევნო კვირას და იქნება დეტალური პრეზენტაცია, სადაც ყველა დეტალს გავაცნობ. არაფერი ჩვენ დასამალი არ გვაქვს, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის ძალიან კარგ საქმეს“,- განაცხადა აზარაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს,  27 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი კლინიკის შესასვლელში საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.

საქმე ეხება 21 მარტს გავრცელებულ ღია წერილს, რომელშიც კლინიკის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა.

აღნიშნულის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მდებარეობის შენარჩუნება, ახალი კლინიკის მშენებლობა და გაძლიერება სტრატეგიული პრიორიტეტია. 

რაც შეეხება საავადმყოფოს მედპერსონალს, მინისტრის მოადგილე თქვა, რომ "უფლებები როგორც ანაზღაურების, ისე დასაქმების, ასევე ის, რომ პროფესიონალები, რომლებიც დღეს მუშაობენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გააგრძელონ მათი საქმიანობის შესრულებას გარდამავალ პერიოდში, ეს ყველაფერი არის განხილვის ფაზაში".

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ზაზა ავალიანის თქმით, გეგმა, რომ შენობა გაიყიდება ან სხვა სახის საინვესტიციო პროექტი განხორციელდება, არ არსებობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
„საქართველო პირველ რიგში“ ოპოზიციას ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას ურჩევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics