17:17 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-26 13:05:15, 955 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანმა პუტინს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ  შეწყვეტისკენ  მოუწოდა.  ერდოღანმა, ასევე, მადლობა გადაუხადა პუტინს შავი ზღვის შეთანხმების გაგრძელებისთვის. 

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელმაც უკრაინას საკვები პროდუქტების ექსპორტის განახლების საშუალება მისცა მას შემდეგ, რაც რუსეთის შემოჭრამ ქვეყანაში რამდენიმე პორტი ჩაკეტა, გასულ კვირას გაგრძელდა. კიევმა და მოსკოვმა მარცვლეულის შეთანხმებას თავდაპირველად ხელი გასულ ზაფხულს, გაეროსა და თურქეთის ეგიდით მოაწერეს.

კრემლის პუტინ-ერდოღანის სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ლიდერებმა სირიაში არსებული ვითარებაც განიხილეს. ხაზი გაუსვეს "თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გაგრძელების აუცილებლობას" და მასში "რუსეთის, როგორც შუამავლის კონსტრუქციულ როლს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics