|
2023-03-23 17:03:23, 816 ნახვა
საზოგადოება
გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაური, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი იმყოფებოდა. JFTC-ის მეთაურს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა - გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლეს. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები, თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. აღნიშNულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი (JTEC) ცენტრის ქვედანაყოფებს სხვადასხვა ლოკაციაზე ეწვია. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი (JTEC) ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ სტუმარს გააცნეს JTEC-ში მიმდინარე წვრთნებისა და სწავლებების ღონისძიებები, ინფრასტრუქტურული პროექტები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები, მათ შორის განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი სწავლება „ნატო-საქართველო 2025“-თან დაკავშირებული საკითხები. „ვიზიტი JTEC-JFTC პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებასა და სამომავლო განვითარებისთვის საჭირო მხარდაჭერის აღმოჩენას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)