|
2023-03-23 13:49:36, 790 ნახვა
საზოგადოება
კალაძე ბადრი კუხალაშვილზე - უზრუნველვყოფთ საცხოვრებლით
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი დაეხმარება არასრულწლოვან ბადრი კუხალაშვილს და მის ოჯახს, რომ დროულად დარეგისტრირდნენ თბილისში და უზრუნველყოფილნი იყვნენ საცხოვრებლით. ამის შესახებ მან მედიას ამ საკითხის კომენტირებისას განუცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არასრულწლოვნის საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროც, კერძოდ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო და უშუალოდ მისი ხელმძღვანელი „ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიტუაცია დარეგულირდეს. ბავშვი დღეის მდგომარეობით იმყოფება თავის დასთან. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ისინი არ არიან რეგისტრირებული დედაქალაქში. ჩვენ დავეხმარებით, რომ დროულად დარეგისტრირდნენ და ასევე, უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით - ქირით გავიყვანთ ამ ოჯახს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს მშობლების დანატოვარი ვაგონის გაყიდვა მოუხდა, ვინაიდან ის სახელმწიფოს მიწაზე იდგა. დედაქალაქის მერიამ ვაგონის მფლობელი, რამდენიმეთვიანი ძიების შემდეგ, წინასწარ გააფრთხილა პრობლემასთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)