|
2023-03-22 13:42:21, 1585 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ მონაკვეთზე დასუფთავების აქცია გაიმართა
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ მონაკვეთზე დასუფთავების აქცია ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, გარემოსდაცვით აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა და დირექტორმა დავით ფაჩულიამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ. „თბილისის ზღვა დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი წყალსაცავია და ჩვენ სანაპირო ზოლს სისტემატურად ვასუფთავებთ. ამჯერად თბილისის ზღვის სანაპიროს ერთ-ერთი მონაკვეთი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დავასუფთავეთ. მსგავსი ტიპის აქციებს მომავალშიც აუცილებლად დავგეგმავთ. წყლის რესურსების დაცვის დღე მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი აქტივობების ჩასატარებლად და ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ. მათივე ცნობით, ანალოგიური ღონისძიებები, დედაქალაქის გარდა, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მთელი კვირის განმავლობაშია დაგეგმილი. წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით, 1993 წლიდან აღინიშნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)