|
2023-03-22 13:14:24, 739 ნახვა
საზოგადოება
ბექა ფერაძე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა. უწყების ხელმძღვანელმა სტუდენტებს სამსახურის მანდატი გააცნო. ლექციის მთავარი თემა კი შრომითი ნორმები იყო, რომელიც მათ როგორც დასაქმებულებს, აქტიურ შრომით ბაზარზე გასვლისას უნდა იცოდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია ესწრებოდა და მასზე განხილული იყო შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ყველა ძირითადი ნორმა, კერძოდ საუბარი შეეხე სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის პრევენციის მექანიზმებს, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების წესს, შვებულების უფლებით სარგებლობის წესსა და უსაფრთხოების სტანდარტებს, რასაც საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები უნდა აკმაყოფილებდეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა პერმანენტულ რეჟიმში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)