|
2023-03-21 21:20:41, 1414 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - რუსეთი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს, თუ დასავლეთი ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღის გამოყენებას დაიწყებს
რუსეთი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს, თუ კოლექტიური დასავლეთი ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღის გამოყენებას დაიწყებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელედა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ურანით აღჭურვილი ჭურვების მიწოდებას გეგმავს. პუტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ, თუ ეს დადასტურდა, რუსეთი იძულებული იქნება შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. „დღეს ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს უფროსის მოადგილის მეშვეობით გამოაცხადა უკრაინისთვის არა მხოლოდ ტანკების, არამედ გაღარიბებული ურანის ჭურვების მიწოდება. როგორც ჩანს, დასავლეთმა მართლაც გადაწყვიტა რუსეთთან ბრძოლა ბოლო უკრაინელამდე არა სიტყვით, არამედ საქმით“, - განაცხადა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)