|
2023-03-19 16:31:33, 1265 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში ჩამოსვლის შემთხვევაში, პუტინს დააკავებენ - გერმანიის იუსტიციის მინისტრი
გერმანიის იუსტიციის მინისტრის, მარკო ბუშმანის თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიის მიწაზე ფეხს დადგამს, მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ გაიცემა დაკავების ორდერი. "იმ შემთხვევაში, თუ პუტინი გერმანიის ტერიტორიას გადაკვეთს, ქვეყანა ვალდებული იქნება, დაუყოვნებლივ გადასცეს პრეზიდენტი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს,- აღნიშნა ბუშმანმა. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ რუსეთის დიქტატორის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი აჩვენებს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას. "საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო არის სწორი ინსტიტუტი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად. ფაქტია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა და ეს უკვე აშკარა ხდება", - თქვა მან. ცნობისთვის, უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)