|
2023-03-19 15:03:56, 1147 ნახვა
მსოფლიო
კრემლი აცხადებს, რომ პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლს ეწვია
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ანექსირებულ ყირიმში ვიზიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ქალაქ მარიუპოლშიც ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, პუტინი მარიუპოლში ვერტმფრენის საშუალებით ჩაფრინდა. მან ქალაქის რამდენიმე უბანი, მათ შორის სამეხდროების მიერ ახალგაშენებული საცხოვრებელი მოინახულა და მოსახლეობას გაესაუბრა. ოფიციალური ცნობით, პუტინმა დაათვალიერა სანაპირო ზოლი იახტკლუბის ტერიტორიაზე, თეატრის შენობა და ნევსკის მიკრორაიონში ის ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა. ფოტოები ან ვიდეოები, რომელზეც ასახული იქნებოდა პუტინის გადაადგილება მარიუპოლის ქუჩებში და შეხვედრა ქალაქის მცხოვრებლებთან,- არ გამოქვეყნებულა. წინა დღით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომლის წინააღმდეგაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გამოსცა, ანექსირებულ სევასტოპოლში ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)