|
2023-03-16 23:20:50, 1673 ნახვა
ომი უკრაინაში
გაეროს საერთაშორისო კომისია რუსეთს უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს
გაეროს დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ დაადგინა, რომ უკრაინაში ომის დროს რუსეთმა უამრავი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ განზრახ მკვლელობები, უკანონო პატიმრობები, წამება, გაუპატიურება და ბავშვების უკანონო დეპორტაცია, არის მცირე ჩამონათვალი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის. „რუსეთმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უამრავი დარღვევა ჩაიდინა. რუსების მიერ განხორციელებული ომის დანაშაულები მოიცავდა თავდასხმებს სამოქალაქო მოსახლეობაზე და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე, განზრახ მკვლელობებს, უკანონო პატიმრობას, წამებას, გაუპატიურებასა და სხვა სექსუალურ ძალადობას, ასევე ბავშვების უკანონო გადაყვანასა და დეპორტაციას", - ნათქვამია ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)