02:08 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-16 14:20:46, 767 ნახვა

საზოგადოება
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით 21 მარტს ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით  21 მარტს ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებს, როგორც მსხვილი ასევე ადგილობრივი მცირე და საშუალო  მეწარმეები. ჯამში 20-მდე კომპანია, 50-ზე მეტ ვაკანსიას წარმოადგენს.

"ფორუმის მიზანია სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა მიეცეთ,  ერთიან სივრცეში რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელს  პირისპირ შეხვდნენ  და მათთვის სასურველი ვაკანსია შეარჩიონ.

ზუგდიდის დასაქმების ფორუმი „ტექნოპარკში" შენობაში  გაიმართება. სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები სამუშაოს მაძიებლებს 14:00 საათიდან შეხვდებიან.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მსგავს ფორუმებს მუდმივად ატარებს და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს სამსახურის პოვნის შესაძლებლობას აძლევს. მიმდინარე წელს, უკვე დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  დასაქმების ფორუმების ჩატარება, მათ შორის ტურიზმის სექტორისთვის აჭარაში, კახეთში, ქვემო ქართლსა და  სამცხე-ჯავახეთში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics