|
2023-03-15 20:41:06, 1569 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - პოზიცია არ შეცვლილა, რუსეთი მობილიზაციის ახალ ტალღას არ განიხილავს
კითხვას მობილიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ ვუპასუხეთ, ამ საკითხს არ განვიხილავთ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლების პოზიცია მობილიზაციასთან დაკავშირებით ურყევი რჩება და აღარ განიხილება. "კითხვას მობილიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ ვუპასუხეთ. ამ საკითხს არ განვიხილავთ. რაც შეეხება მონაცემთა ბაზის განახლებას, ვიმეორე, ეს მუდმივი სამუშაოა. ყველა დეტალის დაზუსტებისთვის შეგიძლიათ პირდაპირ მიმართოთ სამხედროებს და თავდაცვის სამინისტროს", - განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 202 წლის 21 სექტემბერს ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, მოგვიანებით კი თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)