|
2023-03-13 10:04:42, 1599 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, ბახმუტის მიმართულებით 1 100-ზე მეტი რუსი ოკუპანტი განადგურდა
ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით 1 100-ზე მეტი რუსი ოკუპანტი განადგურდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინა არ მისცემს რუსეთს შესაძლებლობას, მოახდინოს უკრაინელების სულიერებით მანიპულირება და სიწმინდეების განადგურება. „ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, 6 მარტიდან, მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით, განადგურდა 1100-ზე მეტი მტრის ჯარისკაცი - ეს რუსეთისთვის შეუქცევადი დანაკარგებია, დანაკარგები სწორედ იქ, ბახმუტთან ახლოს. გარდა ამისა, განადგურდა მტრის ათობით სამხედრო მანქანა, პლუს რუსული საბრძოლო მასალის ათზე მეტი დამწვარი საცავი. ამ კვირაში არის მოძრაობა ჩვენი სულიერი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად. ამას საზოგადოება ხედავს. ვხედავ უკრაინელების თანხმობას ჩვენი ამ ნაბიჯების მიმართ, რომლებიც სრულიად ლეგალურია. ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას. ჩვენ არ მივცემთ უფლებას ტერორისტულ სახელმწიფოს, ჰქონდეს რაიმე შესაძლებლობა, მოახდინოს ჩვენი ხალხის სულიერებით მანიპულირება, გაანადგუროს უკრაინული სიწმინდეები“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)