|
2023-03-07 19:48:40, 1115 ნახვა
საზოგადოება
რიჟვაძემ ITB Berlin-ის გამოფენის ფარგლებში სათავგადასავლო ტურიზმის პავილიონი გახსნა და საზოგადოებას სიტყვით მიმართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ITB Berlin-ის გამოფენის ფარგლებში, დღეს, სათავგადასავლო ტურიზმის პავილიონი გახსნა. თორნიკე რიჟვაძემ საერთაშორისო საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს, აჭარის ტურისტული და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. სიტყვით გამოსვლისას, თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა ტურიზმის მზარდ დინამიკაზე როგორც აჭარაში, ასევე საქართველოში და აღნიშნა, რომ ITB Berlin-ი საუკეთესო პლატფორმაა საქართველოსთვის წარმოაჩინოს თავისი თვითმყოფადობა და უნიკალურობა. მან ხაზი გაუსვა გასული წლის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და პანდემიის შემდეგ, ტურიზმის აღდგენის დინამიკას. მისი თქმით, 2023 წლის მოლოდინები კიდევ უფრო ამბიციური და პოზიტიურია, როგორც ტურისტული ნაკადების, ასევე ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით. ITB Berlin 2023 ქართული გალა-კონცერტით საზეიმოდ გაიხსნა. ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყანაა. მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ ღონისძიებაზე საქართველო, მსოფლიოს 180 ქვეყნიდან სტუმრებს აცნობს ჩვენს კულტურას, ტურისტულ პოტენციალს. ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, ტურისტულ ასოციაციებთან, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარმოდგენილი.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)