|
2023-03-06 17:16:38, 1569 ნახვა
საზოგადოება
„მაზდა ცენტრი თეგეტა“ - წლის მთავარი სპორტული მოვლენის ფინიშის ხაზთან
საქართველომ ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის 2023 წლის ჩემპიონატს წარმატებით უმასპინძლა და მსოფლიო სპორტულ რუკაზეც საპატიო ადგილი დაიკავა. წლის მთავარი სპორტული სანახაობის ერთ-ერთი სპონსორი „მაზდა ცენტრი თეგეტა“ იყო. იაპონური ბრენდი ბაკურიანში, მთავარ საშეჯიბრო ტრასასთან საგანგებოდ მოწყობილი ინსტალაციით წარდგა. თხილამურებით გაფორმებული „მაზდა CX5“ მონაწილეებს ფინიშის ხაზთან ელოდა. თამარ ხოსროშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ვფიქრობ,მსოფლიო მასშტაბის ღონისძიება, რომელიც წელს ბაკურიანში გაიმართა, ქვეყნის მთის კურორტებისა და სამთო სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს. მიხარია, რომ ამ დიდ საქმეში „მაზდა ცენტრი თეგეტას“ საკუთარი წვლილი შეაქვს. ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონატის განმავლობაში მონაწილეებსა თუ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, კიდევ უფრო დეტალურად გასცნობოდნენ მაზდას უახლეს მოდელს, Mazda CX5-ს. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ საკმაოდ დიდი თოვლის პირობებში მაზდამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რთული კლიმატი მისთვის დაბრკოლება არ არის“. წლის ყველაზე ექსტრემალური ჩემპიონატი ბაკურიანში 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა, სადაც 42 ქვეყნიდან 700-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ პირველობისთვის შვიდ სახეობაში იასპარეზეს.
კურორტის სტუმრებისთვის წლის მთავარი სპორტული მოვლენა სანახაობრივი და მრავალფეროვანი იყო, რაშიც აქტიურად მონაწილეობდა „მაზდა ცენტრი თეგეტა“. -- „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. კომპანია მომხმარებელს თბილისისა და ბათუმის შოურუმებში უწევს მომსახურებას.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)