|
2023-03-03 11:18:40, 1524 ნახვა
ომი უკრაინაში
კირბი - აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს
თეთრი სახლი დღეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. როგორც კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ახალი პაკეტი HIMARS-ებისთვის საჭირო საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას მოიცავს. ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის თქმით, უკრაინის სამხედრო დახმარებაზე იმსჯელებენ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, როდესაც ორი ლიდერი ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდება. ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე გამოაცხადა. ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანის დახმარების პაკეტი 2 მილიარდი დოლარის ღირებულების იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)