|
2023-03-01 21:02:08, 1698 ნახვა
მსოფლიო
რუს ოპოზიციონერს ვლადიმერ კარა-მურზას ციხეში კიდურების დამბლა უვითარდება
პოლიტიკოს ვლადიმერ კარა-მურზას, რომელიც მოსკოვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში #5 „ვოდნიკში“ იმყოფება, საკანში ყოფნის შემდეგ კიდურებში დაბუჟება დაეწყო, მას გადაადგილება უჭირს, - ამის შესახებ, რუსი ოპოზიციონერის ადვოკატი ვადიმ პროხოროვი იუწყება. განცალკევებულ საკანში ყოფნის მე-3 დღეს ყარა-მურზამ დაიწყო მგრძნობელობის დაკარგვა ჯერ მარჯვენა ფეხში, შემდეგ კი მარცხენაში. პროხოროვმა გაიხსენა, რომ 2015 და 2017 წლებში ორი მოწამვლის შემდეგ ყარა-მურზას განუვითარდა პერიფერიული პოლინეიროპათია და სადამსჯელო საკანში ყოფნამ დაავადების გამწვავება გამოიწვია. პოლიტიკოსმა დაწერა განცხადება სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელის, დიმიტრი კომნოვის მისამართით, ნევროლოგის მიერ გასინჯვის მოთხოვნით. ყარა-მურზა სასჯელაღსრულების საკანში თებერვლის ბოლოს მოათავსეს, რადგან „ადგომის შემდეგ ლოგინზე იწვა“. ყარა-მურზა 2022 წლის აპრილიდან ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. პოლიტიკოსი „ღალატის“ ბრალდებით და არმიის შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელების ბრალდებით დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)