|
2023-03-01 17:35:20, 1453 ნახვა
მსოფლიო
ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის ნატო-ში შესვლის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის ნატო-ში შესვლის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ფინელმა კანონმდებლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას და მოახდინეს რატიფიცირება ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის გადაწყვეტილებას 184-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო 7 წინააღმდეგი იყო. შეგახსენებთ, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა, რომ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების ბედი მხოლოდ თურქეთის ხელშია. თავის მხრივ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი დადებითად უყურებს ფინეთის განაცხადს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, თუმცა მხარს არ უჭერს შვედეთის განაცხადს - ”ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ფინეთთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ შვედეთმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას”, - განაცხადა ერდოღანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)