10:38 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 11:20:43, 725 ნახვა

საზოგადოება
ძუძუს კიბოს შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა, ძუძუს კიბოს შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების საკითხებზე იმსჯელეს. ღონისძიება თამარ გაბუნიამ გახსნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, მხარეებმა მიზნობრივი სტრატეგიული ქმედებები და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება განიხილეს, რომლებიც ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაზეა ორიენტირებული.

"ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ძუძუს კიბოს შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შესამცირებლად, მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტირება და ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდა.

ღონისძიებების ფარგლებში, შეხვედრის მონაწილეებმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძუძუს კიბოს გლობალური ინიციატივის (GBCI) განხორციელების ჩარჩოებიც მიმოიხილეს, რაც ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად, მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადებას უზრუნველყოფს.

შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები, ექსპერტები და პროფესიული ასოციაციები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics