|
2023-02-25 15:34:58, 781 ნახვა
საზოგადოება
ხაბეიშვილი - გელათის განადგურებაზე პასუხისმგებლობას ჯალა-თეა ვერ გაექცევა
ჯალა-თეა პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, მისი პირადი პასუხისმგებლობაა გელათის განადგურება და ახლა ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობა გადააბარონ საპატრიარქოს,- ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოების საპატრიარქოსთვის გადაბარებას. ხაბეიშვილის თქმით, ამ მდგომარეობამდე რომ მივიდა გელათი, ეს არის პირადად "ჯალათეას პასუხისმგებლობა". "ჯალა-თეა პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, მისი პირადი პასუხისმგებლობაა გელათის განადგურება და ახლა ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობა გადააბარონ საპატრიარქოს. ხვალ რომ რამე მოხდეს, ჯალათეამ თქვას, რომ თვითონ არაფერი დაუშავებია. არადა 7 წელზე მეტია, ამ მდგომარეობამდე რომ მივიდა გელათი, ეს არის პირადად ჯალათეას პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ გთავაზობთ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანას და მათ შორის ფინანსურ უზრუნველყოფას. არ გამოგივათ ვინმეზე რამის გადაბრალება",- განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გაავრცელა განცხადება, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს, კულტურის სამინისტრო კი სამუშაოებს ფინანსურად უზრუნველყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)