07:28 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-24 21:42:48, 1653 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - არსებობს რისკი, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმედოვნებს,  ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწოდებს. -  ამის შესახებ მან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, წერს Interfax-Ukraine.

„მინდა მჯეროდეს, რომ ჩინეთი იქნება სამართლიანი სამყაროს მხარეს, რაც ნიშნავს ჩვენს მხარეს ყოფნას. გულწრფელად გეტყვით და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია: ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ჩინეთი არ მიაწოდებს იარაღს რუსეთის ფედერაციას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პუნქტი არის მთავარი და პირველი“, - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციისთვის ჩინური იარაღის მიწოდება არ მოხდეს.

”მართალი გითხრათ, არის რისკი იმისა, რომ მოხდეს მესამე მსოფლიო ომი”, - თქვა ზელენსკიმ.

მანამდე Der Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები აწარმოებენ მოლაპარაკებებს ჩინურ დრონების მწარმოებელთან კამიკაძეების დრონების მიწოდებასთან დაკავშირებით. თებერვალში აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს იმაზე, რომ ჩინეთს შეეძლო რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაეწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics