|
2023-02-24 15:55:29, 961 ნახვა
საზოგადოება
სამხედრო მოსამსახურეები საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში იმყოფებოდნენ
ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პირად შემადგენლობას საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში უმასპინძლეს და სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის ოკუპაციის ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტები გააცნეს. "თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპაციის (1921წ.), საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი და ანტი-საოკუპაციო მოძრაობის 70-წლიანი ისტორიის ამსახველი ექსპონატები დაათვალიერეს. სამხედროების მუზეუმში ვიზიტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ეროვნულ მუზეუმსა და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. სამხედრო მოსამსახურეების ეროვნულ მუზეუმში სტუმრობას შემეცნებითი ხასიათი აქვს და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ისახავს მიზნად", - ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)