11:54 - 22 Jul, 2026
|
2023-02-24 13:01:03, 807 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს დაღუპული გმირები გაიხსენეს
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად თავდაცვის აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. აკადემიის კაპელანმა დეკანოზმა დავით კასრაძემ კი, აკადემიის ეზოში მდებარე ეკლესიაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა დაღუპული გმირების ხსოვნას სპექტაკლიც მიუძღვნეს. ახალგაზრდებმა გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში სპექტაკლი „იუნკერი“ წარმოადგინეს და 1921 წლის მოვლენები გააცოცხლეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)