|
2023-02-23 10:56:31, 726 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ამბარიანი და საგზაო პოლიციის უფროსის მოადგილე, არარატ ტევოსიანი ეწვივნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მომსახურების სააგენტოში სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა, მომსახურების სააგენტოს დირექტორმა - ბესიკ ტეფნაძემ და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. "მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საგზაო პოლიციის უფროსის მოადგილე ადგილზე გაეცნენ მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, ქართული მართვის მოწმობების კატეგორიებსა და გაცემის წესს, აგრეთვე იმ სერვისებს, რომლებსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს სააგენტოს ინფრასტრუქტურა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)