|
2023-02-22 13:54:25, 829 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ქვემო ფონიჭალაში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო
ქვემო ფონიჭალაში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, წყალარინების ქსელის არარსებობით გამოწვეული პრობლემები კრწანისის რაიონში მცხოვრებ 200-მდე ოჯახს მოუგვარდება. „ქვემო ფონიჭალაში წელს დავიწყეთ ძალიან მსხვილი პროექტის განხორციელება, რომელშიც ჩართულია კრწანისის რაიონის გამგეობა. ეს არის წყალარინების ქსელის სრული რეაბილიტაცია-განახლება. სარეაბილიტაციო სამუშაოები აფხაზეთის ქუჩიდან დაიწყო და ქსელი მოწესრიგდება რამდენიმე ქუჩაზე - ცოტნე დადიანის მეორე და მესამე შესახვევი, გურამ პატარაიას ქუჩა, ბაგრატის ქუჩა, სოხუმის ქუჩა, ჯემალ რაფავას ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა ჩიხებით, გულბანის ქუჩა (ავტობანიდან სოხუმის ქუჩის კუთხემდე), აფხაზეთის ქუჩის პირველი და მეორე ჩიხი. 200-მდე ოჯახს მოუგვარდა პრობლემები, რაც მათ წყალარინების ქსელის არარსებობის გამო აქვთ. დაახლოებით, ოთხი კმ-ის სიგრძის ქსელი მოეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ქვემო ფონიჭალაში წყალარინების ქსელის რეაბილიტაციისთვის კრწანისის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 მლნ 400 ათასი ლარი დაიხარჯება, თუმცა, პროექტის სწრაფად დასრულებისთვის, თანხას დამატებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიც გამოყოფს. დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისში არ დარჩება არც ერთი რაიონი, უბანი და ქუჩა, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაო არ განხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)