20:44 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 20:55:13, 747 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - ეს ომი პუტინმა აირჩია, მისი სურვილით დაიწყო

„მე ახლახან დავბრუნდი კიევიდან, ის დგას, ძლიერია და რაც მთავარია – თავისუფალია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სამეფო სასახლეში გამოსვლისას.

აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს არ სურთ რუსეთის განადგურება. 

„აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს არ სურთ რუსეთის განადგურება. ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთზე თავდასხმას, რუსეთის ხელში ჩაგდებას, როგორც ეს პუტინმა დღეს თავის გამოსვლაში განაცხადა. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ მშვიდად. ჩვენ არ ვართ თქვენი მტრები. ეს ომი არ არის საჭირო, ეს ტრაგედიაა. ეს ომი პუტინმა აირჩია, მისი სურვილით დაიწყო. მას შეუძლია ნებისმიერ დროს დაასრულოს ეს ომი, მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა უნდა. თუ რუსეთი დაასრულებს თავის შეჭრას, ომი ახლავე დასრულდება. თუ უკრაინა შეწყვეტს თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული“, - განაცხადა ბაიდენმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics