|
2023-02-21 17:23:50, 734 ნახვა
სამართალი
გომელაური - შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლისთვის პოლიციის სპეციალიზებული დანაყოფები შექმნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სამართალდამცველი უწყებებისთვის, ისევე, როგორც მთელი საზოგადოებისთვის გამოწვევად რჩება არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულები. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ გამოწვევის საპასუხოდ არაერთი ღონისძიება ჩაატარა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ შეიქმნა პოლიციის სპეციალიზებული დანაყოფები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიცია ხშირად ფაქტზე აკავებს არასრულწლოვნებს, თუმცა, რეაგირების არსებული მექანიზმი არ იძლევა ამ ტიპის დანაშაულის აღმოფხვრის საშუალებას. „აღნიშნული მიმართულებით მთელ მართლმსაჯულების სისტემას, კანონმდებლებს, სამართალდამცველებს, სოციალურ სამსახურს და განათლების სისტემას ერთობლივი ღონისძიებები გვაქვს განსახორციელებელი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)