|
2023-02-21 16:38:28, 740 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - რეფორმა გრძელდება და მართლწესრიგის ოფიცრები ეტაპობრივად საქართველოს ყველა დიდ ქალაქში დაიწყებენ მუშაობას
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა დაცულობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროში გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის გაძლიერება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას ისაუბრა. „კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა დაცულობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროში გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის გაძლიერება. 2022 წელს, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტმა თბილისის ყველა რაიონი მოიცვა. თბილისის შემდეგ, რუსთავი გახდა პირველი ქალაქი, სადაც მართლწესრიგის ოფიცრები უკვე შეუდგნენ საქმიანობას. რეფორმა გრძელდება და მართლწესრიგის ოფიცრები ეტაპობრივად საქართველოს ყველა დიდ ქალაქში დაიწყებენ მუშაობას“,- აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)