|
2023-02-20 12:51:21, 735 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე - სასამართლოც აღნიშნავს, რომ მხოლოდ 2012 წლის შემდგომ გაბედეს პატიმრებმა დანაშაულებზე საუბარი
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქმეზე – „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ" – საუბრისას განაცხადა, რომ პატიმრებმა მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბარი მხოლოდ 2012 წლის შემდეგ შეძლეს. „ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომელსაც სასამართლოც აღნიშნავს, რომ მხოლოდ 2012 წლის შემდგომ გაბედეს პატიმრებმა ამ დანაშაულებზე საუბარი, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ დანაშაულებრივი რეჟიმით, რომელიც არსებობდა პენიტენციურ დაწესებულებებში, მათ მიღწეული ჰქონდათ უკვე თავიანთი მიზნისთვის, ანუ შიში იყო დასადგურებული", - განაცხადა ბრეგაძემ. მინისტრმა იმ შედეგების შესახებაც ისაუბრა, რაც შეიძლებოდა, მოჰყოლოდა მსჯავრდებულთა მხრიდან მათი უფლებების დარღვევაზე საუბარს. „თუკი ვინმე გაბედავდა, ხმა ამოეღო ან ახლობლისთვის ეთქვა ცემის ან არაადამიანური მოპყრობის შესახებ, მას კიდევ უფრო დაუმატებდნენ და მისი წამება და მისგან გამოწვეული როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ტკივილი იქნებოდა კიდევ უფრო მძიმე. ეს სახელმწიფოს სახელით მოქმედი ბოროტმოქმედები უკვე, ფაქტობრივად, განაგებდნენ თავიდან ბოლომდე იმ ადამიანების ბედს, რომელთა უფლებებიც მათ უნდა დაეცვათ და უნდა ეზრუნათ მათთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაზე. ახორციელებდნენ, ასევე, შანტაჟს პატიმრების ახლობლებზე და იყენებდნენ მათ გარკვეული პოლიტიკური დანიშნულებითაც კი", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)