11:18 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-18 11:50:12, 1376 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსული აგრესია წელს დასრულდეს

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსული აგრესია უკვე წელს დასრულდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინისთვის უკვე შეიქმნა სატანკო კოალიცია, მოიხსნა ტაბუ შორეული რაკეტების მიწოდების საკითხზე  და ამასთან ერთად მსოფლიომ უკვე გაგო თუ რამდენად აუცილებელია საავიაციო კოალიციის შექმნა.

"უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის მთავარი გზავნილი აშკარაა: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსული აგრესია უკვე წელს დასრულდეს. ეს შესაძლებელია და ეს აუცილებელია. მაგრამ შესაძლებელია თუ უკრაინა ამისთვის საჭირო იარაღს მიიღებს.

ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის შემდეგ ჩვენი დიპლომატიური მარათონი შესვენების გარეშე გრძელდება. უკრაინისთვის უკვე შეიქმნა სატანკო კოალიცია, უკვე მოხსნილია ტაბუ შორეული რაკეტების მიწოდებაზე, უკვე იყო ახალი წარმატებები ჩვენი არტილერიის გაძლიერების მხრივ და მსოფლიომ უკვე გაიგო, რამდენად აუცილებელია საავიაციო კოალიციის შექმნა. უკრაინა თავის საგარეო პოლიტიკას ყოველთვის ემყარება საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მონაწილის პატივისცემას. ყველა ერი თანასწორია და იმსახურებს დამოუკიდებელ ცხოვრებას და მშვიდობიან თანამშრომლობას სხვა ერებთან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენს პოზიციებს იკავებს ფრონტზე, ვინც ანადგურებს მტერს და ყველას გვაძლევს გამარჯვების რწმენას. უკრაინა გაიმარჯვებს! დიდება ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია! მადლობა ყველას, ვინც ეხმარება ჩვენს ქვეყანას! დიდება უკრაინას!", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics