11:18 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-17 14:09:26, 1481 ნახვა

ომი უკრაინაში
ზახაროვა - ნატო უდანაშაულო მზერით ცდილობს მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ კონფლიქტის მხარე არ არის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით შეერთებული შტატები და ნატო-ს წევრი ქვეყნები ჩართული არიან რუსეთ-უკრაინის ომში, თუმცა ამა არ აღიარებენ. 

ზახაროვას თქმით, დასავლეთი უდანაშაულო მზერით ცდილობს, მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ კონფლიქტის მხარე არ არის, რაც "ცინიზმისა და სიმხდალის" ნიშანია. 

„სახელმწიფოები და მთლიანად ნატო-ს წევრები გულგრილები არიან იმის მიმართ, რომ სამიზნე არის საცხოვრებელი ფართები, სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები. მათი ჯიბის არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩუმად არიან: ისინი ძალიან იშვიათად აძლევენ თავს უფლებას რაიმე თქვან, მაგრამ მაშინაც დონორებისგან თავში ჩარტყმას იღებენ და  ჩუმდებიან. ამის შემდეგაც ნატო-ს ქვეყნები უდანაშაულო მზერით ცდილობენ მსოფლიო საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ კონფლიქტის მხარე არ არიან. რაც მთავარია, გაუგებარია რატომ. 

ჩართულობა მაქსიმალურია: მრავალი წლის განმავლობაში პროვოკაციული ქმედებები, ახლა კიევის რეჟიმის პირდაპირი ხელმძღვანელობა, ყველაფერი და  სრული კავშირი - კორუფცია, ფული და იარაღი. მაგრამ რატომღაც, ის ჯერ კიდევ არ არის კონფლიქტის მხარე.  ეს, რა თქმა უნდა, სცილდება ცინიზმსა და სიმხდალეს - აღიარონ საკუთარი მონაწილეობა იმ დანაშაულებში, რომლებიც ჩადენილია უკრაინელი სამხედროების მიერ", - განაცხადა ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics