|
2023-02-17 12:43:42, 912 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს დანაყოფები ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფენ
ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის - „ბაკურიანი 2023“-ის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რამდენიმედღიანი ღონისძიების მსვლელობისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „ბაკურიანი 2023“ -ში 42 ქვეყნის 700 - მდე სპორტსმენი მონაწილეობს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეკიპაჟები უზრუნველყოფენ დაწესებული სატრანსპორტო რეგულაციების აღსრულებას, ჩემპიონატში მონაწილე პირების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით. "საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, დაბა ბაკურიანში მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოების მიზნით, მართლწესრიგის და საგზაო მოძრაობის წესების დაცვას უზრუნველყოფენ. მოთხილამურე პატრულები კი სასრიალო ტრასებზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაიცავენ. მოთხილამურე პატრულები აღჭურვილი არიან ყველა საჭირო ტექნიკით, რათა საჭიროების შემთხვევაში, დამსვენებლებს შესაბამისი დახმარება გაუწიონ. კრიმინალური პოლიცია დაბა ბაკურიანში 24 საათის განმავლობაში ახორციელებს დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებს. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ჩემპიონატის ღონისძიებების ტერიტორიებზე მყოფი მონაწილეებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სხვადასხვა ლოკაციაზე მოწყობილია დაცვის პოლიციის 4 საგუშაგო, სადაც დაცვის პოლიციის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები დაბა ბაკურიანში მობილიზებული არიან შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ სახანძრო-სამაშველო ღონისძიებები. მაშველები ორ ლოკაციაზე არიან გადანაწილებულნი", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)