|
2023-02-17 11:36:40, 811 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 27-ე კონსოლიდირებული ანგარიშის მოსამზადებლად სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 27-ე კონსოლიდირებული ანგარიშის („კონფლიქტი საქართველოში“) მოსამზადებელი ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ, სტუმრებს, საქართველოში მედიკამენტებსა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები. საუბარი შეეხო პროგრამას, რომლიც 2025 წლამდე, 13 000 იძულებით გადაადგილებული ოჯახის, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას გულისხმობს. მხარეებმა სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ირაკლი მხეიძე, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა და საგარეო ურთიერთობების დირექტორატის პოლიტიკური მრჩევლები, ჯონ დორბერი და მაქსიმ ლონგანგი, ასევე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, ნატალია ვუტოვა ესწრებოდნენ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)